ფეხბურთი

20:05 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლი" მორიგ მარცხს ბოლო წუთზე გადაურჩა

იტალიის სერია A-ს 25-ე ტურში „ნაპოლიმ“ შინ „ჯენოას“ ვერ მოუგო და მორიგი ორი ქულა დაკარგა, რითაც ოთხეულში მოხვედრის ამოცანა კიდევ უფრო გაირთულა.

ვალტერ მაძარის გუნდი ისევ უსახური და უფანტაზიო იყო, მოგებას არც იმსახურებდა. უფრო მეტიც, ნეაპოლელები წაგებასთან იყვნენ ძალიან ახლოს, რადგან 47-ე წუთზე მორტენ ფრენდრუპმა შეძლო ანგარიშის გახსნა. „აძური“ მარცხისგან 90-ე წუთზე სირილ ნგონგემ იხსნა - 1:1.

ხვიჩა კვარაცხელიამ 90 წუთი ითამაშა, ორჯერ დაარტყა კარში, მაგრამ ორჯერვე მეკარემ აჯობა, პირველი ტაიმის ბოლოს კი მსაჯთან კამათისთვის ყვითელი ბარათიც მიიღო. ქართველს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 მატჩში 6 გოლი, 4 საგოლე პასი და 2 მოპოვებული პენალტი აქვს აქტივში.

„ნაპოლი“ 36 ქულით მხოლოდ მეცხრე-მეათე ადგილებს იყოფს „ტორინოსთან“ ერთად, მომდევნო ტურში კი 25 თებერვალს, „კალიარის“ ესტუმრება, თუმცა მანამდე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში შინ „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

0.139522