რაგბი

17:49 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს იოლად აჯობა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა

საქართველოს ნაკრებმა რაგბის ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის ბოლო ტურში ესპანეთის ნაკრებს უმასპინძლა, რომელიც 38:3 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

თავიდან ესპანელები დაწინაურდნენ 21-ე წუთზე ზუსტი ჯარიმით და 37-ე წუთამდე იგებდნენ, სანამ პერანიძემ ლელო არ დადო, რომელიც მატკავამ გარდასახა - 7:3.

მეორე ტაიმში „ბორჯღალოსნების“ უპირატესობა აშკარა იყო და გამარჯვებაც ადვილად მოიპოვეს.

ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ჯგუფში 14 ქულით იპირველა და ნახევარფინალში B ჯგუფის მეორე ადგილოსანს საკუთარ მოედანზე დაუპირისპირდება. რიჩარდ კოკერილის გუნდმა ესპანეთამდე ნიდერლანდები (31:10) და გერმანია (28:17) დაამარცხა.

საქართველო - ესპანეთი 38:3 (7:3)

ქულები: 0:3 ლოპესი (21), 5:3 პერანიძე (37), 7:3 მატკავა (38), 12:3 ტაბუცაძე (49), 14:3 მატკავა (50), 19:3 საჯარიმო ლელო (55), 24:3 კვესელაძე (68), 29:3 ბაბუნაშვილი (76), 31:3 აბჟანდაძე (77), 36:3 თაფლაძე (79), 38:3 აბჟანდაძე (80)

0.113658