კალათბურთი

2:10 | 17.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი შერმადინის 16 ქულა, "ტენერიფე" ესპანეთის თასის ნახევარფინალში გავიდა

ესპანეთის თასის მეოთხედფინალში „ლენოვო ტენერიფემ“ მალაგას „უნიკახა“ 91:83 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა.

გადამწყვეტი ბოლო პერიოდი იყო, რომელიც კანარიელებმა 7 ქულით მოიგეს და საბოლოო გამარჯვებაც მოიპოვეს.

გიორგი შერმადინი მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ქართველმა ცენტრმა 26 წუთში 16 ქულა, 5 მოხსნა და 4 პასი მიითვალა. გიორგიმ 6-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო.

„ლენოვო ტენერიფე“ ესპანეთის თასის ნახევარფინალში „ბარსელონას“ შეხვდება, ხოლო მეორე წყვილში „რეალი“ და „ვალენსია“ დაუპირისპირდებიან.

0.115939