ძიუდო

19:21 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ეთერ ლიპარტელიანის ბრინჯაოს მედალი ბაქოს გრანდ სლემზე

დღეს, ძიუდოისტთა შორის დაიწყო ბაქოს გრანდ სლემი, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებმა ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში წარმატებით იასპარეზა ეთერ ლიპარტელიანმა, რომელმაც უზბეკი შუკურჯონ ამინოვა, აზერბაიჯანელი ფიდან ალიზადა და თურქმენი მაისა პარდაიევა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩთან წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი სერბ მარიცა პერიშიჩთან მოუწია, რომელსაც აჯობა და ბრინჯაოს დაეუფლა.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ მექსიკელი არატ ხუარესი და აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ დაურენ სიუკენოვსაც აჯობა, ნახევარფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავა, სადაც მისი მეტოქე დოსტონ რუზიევი იყო, მაგრამ მარცხი განიცადა და უმედლოდ დარჩა.

დღესვე იასპარეზეს, მაგრამ მედლის შანსი დაკარგეს ამირან დარბაისელმა (60 კგ), თორნიკე მაზნიაშვილმა (66 კგ), გიგი ოთიაშვილმა (66 კგ) და ნინო ლოლაძემ (57 კგ).

0.119055