ძიუდო

16:34 | 16.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ორი ბრინჯაოს მედლის შანსი ბაქოს გრანდ სლემზე

დღეს, ძიუდოისტთა შორის დაიწყო ბაქოს გრანდ სლემი, რომლის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ორი ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს.

60 კგ წონით კატეგორიაში თემურ ნოზაძემ მექსიკელი არატ ხუარესი და აზერბაიჯანელი თურან ბაირამოვი დაამარცხა, შემდეგ ყაზახ დაურენ სიუკენოვსაც აჯობა, ნახევარფინალში კი საფრანგეთის სახელით მოასპარეზე ლუკა მხეიძესთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, სადაც მისი მეტოქე დოსტონ რუზიევი იქნება.

ქალთა შორის, 57 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს შანსი აქვს ეთერ ლიპარტელიანს, რომელმაც უზბეკი შუკურჯონ ამინოვა, აზერბაიჯანელი ფიდან ალიზადა და თურქმენი მაისა პარდაიევა დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში კანადელ კრისტა დეგუჩთან წააგო, ბრინჯაოსთვის ბრძოლა კი სერბ მარიცა პერიშიჩთან მოუწევს.

დღესვე იასპარეზეს, მაგრამ მედლის შანსი დაკარგეს ამირან დარბაისელმა (60 კგ), თორნიკე მაზნიაშვილმა (66 კგ), გიგი ოთიაშვილმა (66 კგ) და ნინო ლოლაძემ (57 კგ).

0.119559