სხვა

22:32 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

დავით ჩანქსელიანმა დუბაის გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

საქართველოს პარა მძლეოსნობის ნაკრებმა დუბაის გრან პრის გათამაშებაზე წარმატებული სტარტი აიღო. ჩვენი ქვეყნის პარა მძლეოსანმა დავით ჩანქსელიანმა ბირთვის კვრაში, F53 კლასში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ნაჩვენები შედეგით ქართველმა პარა მძლეოსანმა იაპონიის მსოფლიო პარა მძლეოსნობის ჩემპიონატის ლიცენზია მოიპოვა, რომელიც 2024 წლის მაისის თვეში გაიმართება.

დუბაის გრან პრის გათამაშებაზე, 71 ქვეყნის 560 პარასპორტსმენი ასპარეზობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115158