ვიქტორ ოსიმენი დიდი ალბათობით „ნაპოლის“ კიდევ ერთ მატჩს გამოტოვებს, მიუხედავად იმისა, რომ აფრიკის თასი წინა კვირაში დასრულდა.
ფეხბურთელი ნეაპოლში ლაგოსიდან სტამბოლის გავლით უნდა ჩასულიყო, მაგრამ თურქეთიდან რეისი გადაიდო, რის გამოც ოსიმენი ნეაპოლში ამ დრომდე არ ჩასულა.
ის „ჯენოასთან“ მატჩამდე გუნდთან ერთად ვარჯიშს მაქსიმუმ ერთხელ მოასწრებს, ამიტომ, კლუბი გარისკვას არ აპირებს და სავარაუდოდ, გენუელებთან აფრიკელი დაისვენებს. შესაბამისად, ის „ბარსელონასთან“ მატჩში დაუბრუნდება გუნდს.
ვიქტორ ოსიმენი „ნაპოლის“ უკვე ორი თვეა ვერ ეხმარება. მან ბოლოს „აძურის“ მაისურით 23 დეკემბერს, „რომასთან“ მატჩში ითამაშა, რომელშიც წითელი ბარათიც მიიღო.