ბულგარეთში მიმდინარე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელზეც პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებს სალიცენზიო ქულები თამაშდება არჩილ მალაყმაძემ (73 კგ.) იასპარეზა.
ძალოსანი კონტინენტის პირველობის ფიცარნაგზე B ჯგუფში გამოვიდა, სადაც ატაცში თავი 141 / 146 კილოგრამს გაართვა და ჯგუფში მე-5 ადგილი დაიკავა.
მალაყმაძემ აკვრაში 163 / 168 / კგ. დაძლია და მე-3 ადგილზე გავიდა, ორჭიდში მოგროვილი 314 კილოგრამით კი მეოთხე ადგილ ერგო.