„ტორინოს“ მთავარმა მწვრთნელმა ივან იურიჩმა განაცხადა, რომ „ლეჩეს“ წინააღმდეგ ძირითად შემადგენლობაში საბა საზონოვს ან მატეო ლოვატოს ათამაშებს.
როგორც ხორვატმა მატჩის წინ აღნიშნა, გადაწყვეტილებას თამაშის დღეს მიიღებს:
„ბონჯორნოს შეცვლა არ არის. ლოვატო ერგება ჩვენს სისტემას, საზონოვიც უმჯობესდება. ამ კვირაში ორივემ კარგად იმუშავა, ხვალ გადავწყვეტ რომელი იქნება ძირითად შემადგენლობაში“, - თქვა იურიჩმა.
შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა ალესანდრო ბონჯორნო „სალერნიტანასთან“ მატჩში შეცვალა, მაგრამ წინა ტურში სათადარიგო სკამზე დარჩა და მატეო ლოვატომ ითამაშა. მიმდინარე სეზონში ქართველმა მცველმა სერია A-ში 8 მატჩი ჩაატარა, მაგრამ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ორჯერ იყო. „ტორინოსა“ და „ლეჩეს“ მატჩი 16 თებერვალს გაიმართება.