ჭიდაობა

0:31 | 15.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა: გელა ბოლქვაძის ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე

რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღეს საქართველოს ბრინჯაოს მედალი ერგო.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ მედლისთვის ბრძოლაში ბულგარეთის სახელით მოასპარეზე აიკ მნაცაკანიანი ძალიან ადვილად 9:0 დაამარცხა.

ბოლქვაძემ მედლისთვის ბრძოლის შანსი რეპეშაჟიდან მიიღო, სადაც ასევე 9:0 აჯობა აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვს.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე წარმატებას ნამდვილად ვერ მიაღწია, რადგან გამოსვლა მხოლოდ ორი ბრინჯაოს მედლით დაასრულა, რომლებიც გელა ბოლქვაძისა და იური ლომაძის (77 კგ) ანგარიშზეა, რითაც გუნდურ ჩათვლაში მე-6 ადგილი დაიკავა.

0.122655