„ნაპოლის“ ვიქტორ ოსიმენი უბრუნდება. აფრიკის თასის დასრულების შემდეგ ნიგერიელი ვალტერ მაძარის განკარგულებაში იქნება.
ოსიმენს ჯერ კიდევ ნიგერიაში დარჩენა სურდა, რის გამოც იყო შანსი, რომ 17 თებერვალს, „ჯენოასთან“ მატჩიც გამოეტოვებინა, მაგრამ კლუბმა მას უარი უთხრა. შედეგად, ოსიმენი 15 თებერვალს უკვე ნეაპოლში იქნება და გუნდს დაბრუნდება.
აღსანიშნავია, რომ ოსიმენს „ნაპოლის“ მაისურით 2024 წელს საერთოდ არ უთამაშია. ნიგერიის ნაკრებთან ერთად ის აფრიკის თასის ფინალში გავიდა, სადაც კოტ დივუართან მარცხი განიცადეს.