ფეხბურთი

16:20 | 14.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

შირერი: „ვფიქრობ, „ლივერპულისთვის“ ჩაბი ალონსო მწვრთნელობის შესაფერისი კანდიდატია“

„ბლექბერნის,“ „ნიუკასლისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა გაამხილა, მისი აზრით ვინ უნდა გახდეს „ლივერპულის“ შემდეგი მწვრთნელი იურგენ კლოპის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ იანვრის ბოლოს გერმანელმა სპეციალისტმა განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონის ბოლოს მერსისაიდურ კლუბს დატოვებს.

„ჩვენ ვსაუბრობთ „ლივერპულზე,“ მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს კლუბზე. შემდეგი მწვრთნელი საკუთარი თავის ერთგული უნდა იყოს, სჯეროდეს იმის, რასაც აკეთებს, ვინ არის? ვფიქრობ, ამ როლს ჩაბი ალონსო შეეფერება. ამასთან, იმედი მაქვს, მთელი ეს სპეკულაცია უახლოეს კვირებში ლევერკუზენის „ბაიერზე“ გავლენას არ მოახდენს. უბრალოდ სირცხვილი იქნებოდა. ჩაბი წარმოუდგენელ საქმეს აკეთებს ლევერკუზენში, არა?" - ციტირებს ჟურნალისტი დეივ ოკოპი შირერის სიტყვებს თავის ვებ-საიტზე.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები მომავალ სეზონში „ლივერპულში" ალონსოს მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნას განიხილავდნენ. ესპანელი სპეციალისტი მოლაპარაკების წინააღმდეგი არ არის, თუმცა სეზონის ბოლომდე არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110079