ფეხბურთი

16:20 | 11.10.2014 | ნანახია 1227 - ჯერ

დელ ბოსკემ კასილიასი დაიცვა

ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვისენტე დელ ბოსკემ "ფურია როხას" კარის დარაჯი იკერ კასილიასი სლოვაკეთთან ჩატარებული შეხვედრის შემდეგ დაიცვა. ესპანელმა გოლკიპერმა 87-ე წუთზე შტოხის მიერ დარტყმული ბურთი ვერ მოიგერია და ესპანეთმა ევროშესარჩევში პირველი წაგება (1:2) იწვნია.

"ფოკუსირებულები მატჩის რომელ კომპონენტში უნდა ვყოფილიყავით? რაც იკერს შეემთხვა, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია. ასეთი სიტუაციები მეტ ყურადღებას ითხოვს. არ ვფიქრობ, რომ იგი ფორმიდან გამოვიდა. მატჩის დასაწყისში მან შესანიშნავი სეივი განახორციელა. იგი ფანტასტიკური ფეხბურთელია და ესპანელი გულშემატკივრები მისით უნდა ამაყობდნენ." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.

ესპანეთის ეროვნული ნაკრები ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მომდევნო მატჩს კვირას ლუქსემბურგის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:24 | 11.10.2014
NGoLo KaNte (36472)

აჰამ

20:35 | 11.10.2014
BEERTRANCE (97819)

მემგონი 2-ეს ცუდად დაემშვიდობებიან

18:21 | 11.10.2014
federerjamesliverpooldelpotro (17151)

orive mteli tqveni karieris ganmavlobashi unda iyot nakrebshi amat gareshe ar vici ra

17:15 | 11.10.2014
მადრიდისტა (17021)

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ "რეალ მადრიდი კასტილიას" მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი სამთვიანი დისკვალიფიკაციით სამწრთნელო ლიცენზიის არქონის გამო დასაჯა.

"რეალს" განაჩენის მიღების შემდეგ აპელაციის შეტანა შესაბამის ინსტანციაში 10 დღის განმავლობაში შეუძლია.

იმ შემთხვევასი თუ "რეალის" აპელაციას უარი უთხრეს, მაშინ "სამეფო კლუბს" შეუძლია ლოზანას სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში შეიტანოს სარჩელი.

კლუბში ამტკიცებენ, რომ ოფიციალურად "კასტილიას" მთავარი მწვრთნელი სერხიო სანჩესია, ხოლო ზიდანი ასისტენტის როლს ასრულებს. თუმცა მეორე მხარემ საპირისპიროს დოკუმენტები და ვიდეომასალა წარადგინა.

შეგახსენებთ, რომ სეზონის დასაწყისში ესპანეთის მწვრთნელთა ეროვნულმა ასოციაციამ სარჩელი შეიტანა იმის თაობაზე, რომ ზიდანი სამწრთნელო საქმიანობას ისე ეწეოდა, რომ შესაბამისი ლიცენზია არ ჰქონდა.

ახალგაზრდული გუნდების მწვრთნელებს მესამე დონის დიპლომი უნდა ჰქონდეთ, რაც ზიდან არ აქვს.

აქვე გეტყვით, რომ 7 ტურის შემდეგ "კასტილიას" 6 ქულა აქვს და ესპანეთის მესამე დივიზიონში მე-18 ადგილზეა.
--------------------------------------------------------------------
@ლეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეები

16:38 | 11.10.2014
michael_jordan (3195)

დე ხეას ენდე ერთხელ ულვაშა ნა...ზარო

17:47 | 11.10.2014
M.U2016 (1925)

+1 და მატას კიდე და ერერას

16:34 | 11.10.2014
El Capitano 7 (35967)

ორივე უნდა წასულიყავით მუნდიალის მერე

21:24 | 11.10.2014
NGoLo KaNte (36472)

100%

16:30 | 11.10.2014
xavi1987 (4225)

ეჭვი მაქვს დელ ბოსკეს შვილია კასილიასი

20:34 | 11.10.2014
BEERTRANCE (97819)

DDDDDDDDDDDDDDD

16:25 | 11.10.2014
M.U2016 (1925)

დელ ბოსკე არასდროს არ იყო ტრენერი ტიკი ტაკაზე იჯდა ეს ყლ4) ახალა ისიც არ არის თავისი არაფერი არ აკვს და კი ზის და აკეთებეს ფულს

0.110029