თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის „დინამ“ მორიგი საკონტროლიო შეხვედრა გამართა. ამჯერად მისი მეტოქე კიევის „დინამო“ გახლდათ.
შეხვედრა ძლიან რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ჩატრდა. ძლიერმა წვიმამ მინდორი დატბორა და ფეხბურთელებს ხეირიანი კომბინაციების შესრულება უჭირდათ. საბოლოოდ მატჩი უგოლოდ - 0:0 დასრულდა.
შესვენებამდე ცოტა ხნით ადრე კიეველ კაბაევს ჰქონდა გატანის კარგი შანსი, მაგრამ თბილისელთა მეკარე მაქაცარიამ ივარგა.
მეორე ტაიმში გოცირიძის დარტმის შემდეგ კიეველთა მეკარე ბუშჩანს კარის გადასარჩენად მთელი მისი ოსტატობის დემონსტრირება მოუხდა.
შედეგად - 0:0. შემდეგ საკონტოლო მატჩს „დინამო“ 16 თებერვალს გამართავს სამარყანდის „დინამოსთან.“