„მანჩესტერ სიტის“ მცველი ნათან აკე გუნდის ფორვარდ ერლინგ ჰოლანდის მორალურ სიძლიერეზე საუბრობს:
„ჰილანდზე უარყოფითად არაფერი მოქმედებს. როდესაც მას საგოლე მომენტი უცუდდება, აქტიურ მოქმედებებს აგრძელებს და შემდეგ შანსს ელოდება. ის მორალურად ძალიან ძლიერია“ - ციტირებს აკეს სიტყვებს City Xtra.
ჰოლანდი „სიტიში“ 2022 წლის ზაფხულში გადავიდა. მიმდინარე სეზონში ნორვეგიელმა 25 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 6 შედეგიანი გადაცემა შასრულა. მას „ქალაქელებთან“ კონტრაქტი 2027 წლამდე აკავშირებს.