სხვა

15:43 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოკრივეების წარმატება ბულგარეთის პრესტიჟულ ტურნირზე

საქართველოს მოკრივეთა ნაკრები ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა. ჩემპიონის ტიტული გიორგი ყუშიტაშვილმა (92 კგ) მოიპოვა და გახდა პირველი ქართველი, რომელმაც ეს შეჯიბრება მოიგო. სახილ ალახვერდოვი (48 კგ), ლაშა გურული (67 კგ) და ნიკოლოზ ბეგაძე (+92 კგ) კი საპრიზო მესამე ადგილზე გავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ბულგარული სტრანჯას საერთაშორისო საკრივო ტურნირი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში. წლეულს ის 75-ედ ჩატარდა.

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

0.136528