სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

11:20 | 13.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„დაძაბული თამაში იქნება. ამას 100%-ით ვგრძნობ." გვარდიოლა - „კოპენჰაგენთან“ მატჩის შესახებ

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ „კოპენჰაგენთან“ მოახლოებულ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩზე ისაუბრა.

„დიდ პატივს ვცემ „კოპენჰაგენს.“ საკუთარი გამოცდილებიდან ვიცი, რომ მერვედფინალის პირველი მატჩები ძალიან რთულია. ფეხბურთელებს ვუთხარი, კარგად მოემზადონ და სიძნელეებისთვის მოემზადონ.

დაძაბული თამაში იქნება. ამას 100%-ით ვგრძნობ და ჩემი ინტუიცია ჩვეულებრივ არ მატყუებს. ერთადერთი გამონაკლისი ორი წლის წინ „სპორტინგთან“ მატჩი გახლდათ, როცა 5:0 მოვიგეთ, მაგრამ მაშინ გაგვიმართლა, ექვსი შანსიდან ხუთი გოლი გავიტანეთ“, - ციტირებს „მანჩესტერ სიტის“ ოფიციალური საიტი გვარდიოლას სიტყვებს.

„კოპენჰაგენი“ – „სიტის“ მატჩი დღეს, 13 თებერვალს გაიმართება კოპენჰაგენის „პარკენის“ სტადიონზე და თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.115879