„მანჩესტერ სიტი“ „ვესტ ჰემისა“ და ბრაზილიის შემტევი ნახევარმცველის, ლუკას პაკეტას შეძენით არის დაინტერესებული - წერს ტვიტერზე ჟურნალისტი ეკრემ კონური.
წყაროს ცნობით, „სიტის" ხელმძღვანელები მზად არიან მიიღონ ყველა საჭირო ზომა 26 წლის ნახევარმცველის მოსაზიდად ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარისას. შეგახსენებთ, რომ გასულ ზაფხულს „მანჩესტერ სიტიმ“ ბრაზილიელის 100 მილიონ ევროდ შეძენაზე უარი თქვა.
პაკეტა „ვესტ ჰემში“ 2022 წლის ზაფხულიდან თამაშობს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა „ჩაქუჩების“ შემადგენლობაში 27 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომლებშიც ხუთი ბურთი გაიტანა და ექვსი საგოლე გადაცემა შეასრულა.