ფეხბურთი

22:53 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჩავიმ შესაძლოა „ბარსელონა“ ნაადრევად დატოვოს

„ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ შესაძლოა კატალონიური კლუბი ვადაზე ადრე დატოვოს, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგას მერვედფინალის ეტაპზე გამოეთიშა - წერს As.

წყაროს ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობას, კერძოდ პრეზიდენტ ჟოან ლაპორტას და სპორტულ დირექტორ დეკუს ესპანელი სპეციალისტის მუშაობის მეთოდებში უკვე ეჭვი ეპარებათ. „ნაპოლისთან“ დაპირისპირებაში წარუმატებლობამ შესაძლოა, მათ ჩავისთან შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის საფუძველი მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ჩავიმ გუნდიდან წასვლის შესახებ მანამდე 2023/2024 წლების სეზონის ბოლოს განაცხადა. სპეციალისტი კატალონიელებს 2021 წლის ნოემბრიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი (2022/2023), ასევე ქვეყნის სუპერთასი (2022/2023).

ამჟამად „ბარსელონა“ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზეა. ჩავის გუნდმა 24 ტურში 51 ქულა მოაგროვა და ლიდერ „რეალს“ 10 ქულით ჩამორჩება.

0.114311