მადრიდის „რეალის“ ავტობუსი გერმანიაში ავტოავარიაში მოყვა.
Elchiringuito tv-ს ცნობით, ავტომობილის მძღოლი გზატკეცილზე „რეალის“ ავტობუსის გადაღებას ცდილობდა, რა დროსაც მართვა დაკარგა. საბედნიეროდ, ამ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
„რეალი“ ხვალ, 13 თებერვალს ჩემპონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „ლაიფციგს“ შეხვდება. თამაში თბილისის დროით ღამის 12 საათზე დაიწყება.