ფეხბურთი

20:47 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

გარი ნევილს „ლივერპულზე“ მეტად „არსენალი“ მოსწონს

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი მცველი და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტი გარი ნევილი მიიჩნევს, რომ მოცემული მომენტისთვს ლონდონის „არსენალი“ უფრო უკეთეს ფეხბურთს თამაშობს, ვიდრე „ლივერპული“, რომელიც ინგლისის პრემიერლიგის სატურნირო ცხრილს ლიდერობს.

„დღესდღეისობით „არსენალი“ უფრო ახლოსაა „მანჩესტერ სიტისთან“. „ლივერპულს“ შესანიშნავი მწვრთნელი ჰყავს, თუმცა ვგრძნობ „მეთოფეები“ მათზე ოდნავ უკეთესები არიან. გასულ სეზონში არ მჯეროდა, რომ „არსენალი“ პრემიერლიგას მოიგებდა, წელს კი ეს შეუძლიათ“ - მოყავს ნევილის სიტყვები Sky Sports.

24 ტურის შემდეგ „არსენალი“ სატურნირო ცხრილში 52 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „ლივერპულს“ ორი ქულით ჩამორჩება. 23-ე ტურში მიკელ არტეტას შეგირდებმა მერსისაიდელები 3:1 დაამარცხეს.

0.111294