ფეხბურთი

19:20 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ლაიფციგში პირდაპირი რეისით ვერ ჩაფრინდა

მადრიდის „რეალს“ ლაიფციგში ჩასასვლელად წინასწარ დაგეგმილი მარშრუტის შეცვლა მოუხდა.

პროფკავშირების მოწოდების შემდეგ, კვირას ლაიფციგისა და დრეზდენის აეროპორტების პერსონალი გაიფიცა. მიზეზი ხელფასის გაზრდის მოთხოვნასა და ინფლაციის გამო 3 ათასი ევროს ოდენობის კომპენსაციის გადახდაზე უარი გახდა. შედეგად, ლაიპციგის აეროპორტმა 100-ზე მეტი რეისი ვერ მიიღო.

Marca-ს ცნობით „რეალის“ თვითმფრინავი იძულებული გახდა ერფურტის აეროპორტში დაშვებულიყო. დარჩენილი 160 კილომეტრი გუნდმა ავტობუსით გაიარა.

„ლაიფიგსა“ და „რეალს“ შორის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველი შეხვედრა 13 თებერვალს, საქართველოს დროით 23:59 საათზე დაიწყება. საპასუხო თამაში მადრიდში 6 მარტს შედგება.

0.121651