ფეხბურთი

14:55 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

რიო ფერდინანდი: „სიტისგან“ აღარავის არაფერი უკვირს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა TNT Sports-ის ეთერში „მანჩესტერ სიტის“ წარმატებებზე და პეპ გვარდიოლას დამსახურებაზე ისაუბრა.

„ვფიქრობ, ადამიანები „სიტის“ მიღწევას სათანადოდ მხოლოდ მაშინ დააფასებენ, როდესაც მათი ერა დასრულდება და ვიმედოვნებ, ეს მომენტი მალე დადგება. მას შემდეგ რაც პეპი წავა, მისი მიღწევები წინა პლანზე წამოიწევს. რაღაც მსგავსი მოხდა „მანჩესტერ იუნაიტედთან“ დაკავშირებით ჩემს პერიოდში. როდესაც რეგულარულად იგებ, ეს უკვე მოსაწყენი ხდება. არ ვამბობ რომ გამარჯვებები მოსაბეზრებელია, უბრალოდ ეს აღარავის უკვირს“.

„არავისთვის იყო სიურპრიზი ერლინგ ჰოლანდის 40-ზე მეტი გოლი და კევინ დე ბრუინის ასისტები, არც წაუგებელი თამაშების სერია. ეს წარმოუდგენელი სტანდარტია“.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131372