ფეხბურთი

14:17 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჰარი მაგუაირი: „მანჩესტერ იუნაიტედი“ კუთვნილ ადგილს უნდა დაუბრუნდეს“

„მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველმა ჰარი მაგუაირმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია კლუბი კუთვნილ ადგილს დაუბრუნდეს.

„ჩვენი მთავარი პრობლემა იყო სტანდარტები, კუთხურები და ჩაწოდებები. ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თამაშს სიამოვნება მოაქვს როდესაც იგებ. სატურნირო ცხრილში იქ არ ვართ, სადაც ვისურვებდით და უნდა მოვუმატოთ. ჯერ კიდევ შეგვიძლია ოთხეულში მოსახვედრად ბრძოლა. ერთად უნდა ვიდგეთ და კლუბი კუთვნილ ადგილზე დავაბრუნოთ, სადაც მისი ადგილია“ - მოყავს მაგუაირის სიტყვები BBC-ს.

24 ტურის შემდეგ „იუნაიტედს“ 41 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და მე-4 პოზიციაზე მყოფ „ტოტენჰემს“ 6 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113269