11:47 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩა მზადაა არაბების წინადადება უარყოს

ხვიჩა კვარაცხელია მზადაა საუდელების წინადადება უარყოს და „ნაპოლიში“ დარჩეს - გვამცნობს Get football news Italy.

ბოლო დროს ქართველი გარემარბის ხელფასის გარშემო ბევრი ჭორ-მართალი დაიწერა. ამას ხვიჩასთვის თოთქოს გული უნდა აეცრუებინა ნეაპოლურ კლუბზე, მით უმეტეს, რომ მისმა აგენტმა მამუკა ჯუღელმა მსუყე შეთავაზება მიიღო საუდელებისგან.

მაგრამ ფეხბურთელმა განმარტა, რომ ახლო მომავალში თავს „ნაპოლიში“ ხედავს და წასვლას არსად აპირებს.

თავის მხრივ „ნაპოლის“ ხელმძღვანელობაც წყნარადაა და უახლოს ხანში ქართველი ვარსკვლავის ხელფასთან დაკავშირებით საფუძვლიან მუშაობას აპირებს.

0.110313