ფეხბურთი

10:43 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სტეფანო პიოლი: „ძალიან მყარი დაცვა და მატჩის მოგების დიდი სურვილი ვაჩვენეთ“

„მილანის“ მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ „ნაპოლისთან“ გამარჯვების შემდეგ (1:0) ჟურნალისტებს აზრი გაუზიარა.

„არ ვიცი, შეგვეძლო თუ არა უკეთესად გამოვსულიყავით. ბოლო თვენახევარია ყველაფერი კარგად მიდის, ჩვენ თითქმის „ინტერის“ დონეზე ვართ, რომელიც ფანტასტიკურ სეზონს ატარებს. უკან მოხედვას აზრი არ აქვს, საჭიროა წინსვლა, რაც შეიძლება მეტი ქულის მოპოვება სერია A-ში და ევროპის ლიგაზე წარმატებით თამაში. ეს ადვილი არ იქნება.

ძალიან მყარი დაცვა და მატჩის მოგების დიდი სურვილი ვაჩვენეთ. ეს მნიშვნელოვანი ნიშანია. „მილანმა“ დღეს დაბალანსებულად, ორგანიზებულად ითამაშა, გუნდმა ძალიან ბევრი იმუშავა - იმიტომ რომ „ნაპოლიმ“ აიძულა,“ - ციტირებს პიოლის სიტყვებს Football Italia.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11475