აფრიკის ერთა თასის ფინალში ერთმანეთს ნიგერიისა და კოტდივუარის ნაკრებები შეხვდნენ. დაძაბულ ბრძოლაში მასპინძელმა კოტდივუარელებმა 2:1 გაიმარჯვეს და თასის მფლობელებიც გახდნენ.
ანგარიში 38-ე წუთზე სტუმარმა უილიამ ტროსტ-ეკონგმა გახსნა. 63-ზე ფრანკ კესიემ გაათანაბრა. გამარჯვების გოლი კი დორტმუნდის „ბორუსიის“ შემტევმა სებასტიან ალემ გაიტანა 81-ე წუთზე.
ნიგერიის ნაკრებში 90 წუთი ითამაშა „ნაპოლის“ თავდამსხმელმა, ვიქტორ ოსიმენმა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ქართველები ვართ და ყველას გვინდა,მაგრამ გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ:რა უნდა საქართველოს ნაკრებს დიდ ტურნირზე?თუ მაგარი ხარ მოხვდი ევროპაში 16 გუნდში და მსოფლიოზე 32-ში!
მასობრიობა კარგი რომ იყოს,მასა ბრბო არ იქნებოდა!დიდ ტურნირებზე გამორჩეული გუნდები უნდა თამაშობდნენ და მთელი ბალაგანი არ უნდა იყოს იქ შეყრილი!
მაგარი ყომარები იყო აფრიკაში,აზიის თასზე მთლად უარესი,შეასრულა მასპინძელმა დ ივუარმა,ძლივს გაბობღდა ჯგუფიდან და იქეთაც შეუსრულეს,არ ჯერა ხალხს სცენარების,არა ბიჭო,ბებიათქვენისამ,ყველაფერი ისეა თქვენ რომ გგონიათ!და საერთოდ:დიდ ტურნირებზე გუნდების რაოდენობის გაზრდით ფეხბურთს დედა ეხვნება!