გოლინი 5.5 – „ტოტენჰემისა“ და „ფიორენტინას“ ყოფილი მეკარე ზოგ შემთხვევაში ცოტა მერყევი გახლდათ და ალბათ არ იყო საუკეთესო პოზიციაში, როცა თეომ გაიტანა.
ოსტიგორი 5 – „მილანმა“ ადვილად იპოვა გზა თავის მხრივ, გამარჯვების გოლის დროს. შესვენების დროს შეცვალეს. (46′ პოლიტანო 6.5)
რრაჰმანი 6.5 - სოლიდურად ითამაშა, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი.
ჟეზუსი 6.5 - გონივრულად გამოიყენა თავისი ფიზიკურობა (90’ ნგონგე)
დი ლორენცო 5 - პარტენოპეის კაპიტანი ვერ უახლოვდება გასული სეზონის სტანდარტებს, ისევე, როგორც მისი თანაგუნდელების უმეტესობა.
ანგისა 6 - ძლიერად იბრძოდა მოედნის შუაგულში. დამარცხებას ვერ დავაბრალებთ.
ლობოტკა 5 - დი ლორენცოს მსგავსად, ის ამ სეზონში ამოუცნობია. ძალიან ნელი, ძალიან სუსტი, ძალიან ბევრი დუელი წააგო.
ჟელინსკი 4.5 – პირველი თამაში ჩაატარა ახალ სტადიონზე, მაგრამ „ინტერი“ მომავალ სეზონში მეტს ელოდება მისგან. (76. ლინდსრიომი 6.5)
მაძოკი 5.5 - ითამაშა მარცხენა გარემარბად და მარცხენა მცველად, თუმცა კვალი არ დაუტოვებია. (76’ ოლივერა 6)
კვარაცხელია 6.5 – „ნაპოლის“ ერთადერთი სინათლის ნაპერწკალი. ქართველი „მილანის“ მცველები სრულ დაძაბულობაში ჰყავდა, მაგრამ მარტო ყველაფერს ვერ ახერხებდა.
სიმეონე 5 - ერთი დარტყმა სამიზნედან. (55’ რასპადორი 6)
მწვრთნელი: მაძარი 5.5 – რასაც „ნაპოლი“ აკეთებდა ერთი პასით, ახლა ამას აკეთებს ორი-სამით, ასე რომ ბევრად ნელია. ტაქტიკურად დაბნეული, მან დაიწყო სამკაციანი დაცვა და სწრაფად გადავიდა 4-3-3 სისტემაზე. „მილანმაც“ შეცვალა შემადგენლობა თამაშის დროს, მაგრამ მათ აქვთ იდენტურობა, „ნაპოლის“ არა.