ფეხბურთი

0:24 | 12.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ჟოზე მოურინიუ: „აფრიკის თასი გაკვეთილი უნდა იყოს ევროპისთვის“

ჟოზე მოურინიუმ აფრიკის თასზე ვიდეო-გამეორებების - VAR-ის სისტემის მუშაობას მაღალი შეფასება მისცა.

„აფრიკის თასს უფრო ხშირად ვუყურებდი, ვიდრე ევროპულ ფეხბურთს. მან გაკვეთილი ჩაგვიტარა. აფრიკის თასზე VAR-ის სისტემას ზუსტად ისე იყენებდნენ, როგორც საჭიროა. ის არ ეხმარებოდა ფულიან, ან ცნობილ გუნდებს. სწორედ ამიტომ აჩვენა ყველა გუნდმა თავისი საუკეთესო თამაში. მათ იცოდნენ, რომ VAR-ი კულისებს მიღმა არავისთან იყო გარიგებული და ყველასთვის ერთნაირად მუშაობდა“.

„თუ მსაჯს რამე გამორჩებოდა, უსმენდა მოთამაშეებს და ეპიზოდს ამოწმებდა. ევროპაში მსგავსი მოთხოვნისთვის ყვითელ ბარათს იძლევიან“ - განაცხადა მოურინიუმ Football.com-თან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130095