ფეხბურთი

19:46 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ბაიერნის“ გულშემატკივრები: „ტუხელ გამოდი გარეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ გულშემატკივრებმა გუნდის ბაზასთან დიდი ფურცელი დატოვეს, რომელზეც კლუბის მთავარი მწვრთნელის თომას ტუხელის გადადგომა მოითხოვეს.

„ტუხელ გამოდი გარეთ", - ეწერა გულშემატკივრების დატოვებულ ფურცელზე.

ტუხელი „ბაიერნს“ შარშანდელი მარტიდან ხელმძღვანელობს. მაშინ გერმანელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე მოულოდნელად თავისი თანამემამულე, იულიან ნაგელსმანი შეცვალა. ტუხელმა 2022/2023 წლების ბუნდესლიგა „ბაიერნთან“ ერთად მოიგო.

შეგახსენებთ, გუშინ გერმანიის ბუნდესლიგის 21-ე ტურის მატჩში „ბაიერნი“ „ბაიერთან“ ანგარიშით 0:3 დამარცხდა. ამ გამარჯვების შემდეგ „ბაიერმა“ გერმანიის ბუნდესლიგაში ლიდერობა განიმტკიცა. ჩაბი ალონსოს გუნდს ახლა 55 ქულა აქვს. მეორე ადგილზეა მიუნხენის „ბაიერნი“ 50 ქულით.

0.11517