ფეხბურთი

19:12 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ფიორენტინამ“ მოგების გემო გაიხსენა, კვერნაძე კვლავ სათადარიგო იყო

იტალიის სერია A-ს 24-ეტურის მატჩში „ფიორენტინამ“ „ფროზინონეს“ უმასპინძლა და ანგარიშით 5:1 დაამარცხა.

მე-16 წუთზე მასპინძელთა თავდამსხმელმა ანდრეა ბელოტიმ ანგარიში გახსნა. სამი წუთის შემდეგ ფორვარდმა ნანიტამო იკონემ გაზარდა ფიორენტინას უპირატესობა. პირველი ტაიმის მიწურულს, მცველმა ლუკას კუარტამ მასპინძლების მესამე გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში მასპინძლეთაგან ნიკოლას გონსალესმა და ანტონინ ბარაკმა გამოიჩინეს თავი. „ფროზინონეს“ ერთადერთი გოლი ლუკა მაციტელიმ გაიტანა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე „ფიორენტინამ“ ბოლო ოთხი მატჩიდან სამი წააგო.

სტუმართა შემადგენლობაში გიორგი კვერნაძე ისევ სათადარიგო გახლდათ.

ახლა „ფიორენტინა“ გათამაშების ცხრილში მეექვსე ადგილზეა. გუნდმა 23 მატჩის შემდეგ 37 ქულა დააგროვა. „ფროზინონე“ კი 23 ქულით მე-14 ადგილზეა.

0.114918