ფეხბურთი

2:17 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერის“ გმირობა და საზონოვის 7 წუთი

საბა საზონოვის „ტორინო“ იტალიური სერია A-ს 24-ე ტურში „სასუოლოს“ ეწვია და 1:1 ეთამაშა. ანგარიში ნასპინძელმა ანდრეა პინამონტიმ მე-5 წუთზე გახსნა. თუმცა სტუმრებმა ოთხ წუთში გაათანაბრეს. თავი დუვან საპატამ გამოიჩინა.

საზონოვი მინდორზე 83-ე წუთზე გამოჩნდა.

„ტორინომ“ 33 ქულა მოაგროვა და ცხრილში მე-10 ადგილზე დგას.

ლიდერი კი კვლავ „ინტერია,“ რომელმაც დიდებული მტჩი ჩაატარა რომში. სიმონე ინძაგის გუნდი ორჯერ აგებდა „რომასთან,“ მაგრამ საბოლოოდ 2:4 გაიმარჯვა.

„ინტერს“ უკვე 17 მატჩია არ წაუგია ჩემპიონატში. 60 ქულა აქვს და შვიდი პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „იუვენტუსს.“

0.115393