ზურიკო დავითაშვილის „ბორდომ“ ფრანგული ლიგა 2-ის 24-ე ტურში „გრენობლს“ უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ერთადერთი ბურთი მე-4 წუთზე სლოვენიელმა ჟან ვიპოტნიკმა გაიტანა.
ქართველი თამაშში მე-60 წუთიდან ჩაერთო და აქტიურიც იყო. გამოსვლითანავე მასპინძლებმა ეფექტური სამსვლიანი კომბინაცია გაითმაშეს, ვიტალ ნსომბამ დავითაშვილს ბურთი შეაყოლა, მაგრამ მისი დარტყმული ერთ-ერთ მეტოქეს მოხვდა ფეხში.
უკვე დამატებულ წუთებზე კი დავითაშვილი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და პენალტი მოიპოვა, თუმცა მისმა თანაგუნდელმა იოან ბარბემ ვერ გაიტანა.
„ბორდოს“ 31 ქულა მოუგროვდა და ცხრილში მე-13 ადგილზე დგას.