ფეხბურთი

0:18 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„რეალმა“ „ჟირონას“ ადგილი მიუჩინა

ყველა ინტერესით ელოდა პრიმერა დივიზიონის ლიდერების მატჩს, მძაფრ დაპირისპირებას, მაგრამ არაფერი გამოვიდა. „რეალმა“ აშკარად დაჩაგრა მოწინააღმდეგე და დაამტკიცა, ვინ არის იმ სამეფოში მთავარი.

ანგარიში უკვე მე-6 წუთზე გახსნა ვინისიუსმა. მერე გამოჯანმრთელებულმა ჯუდ ბელინგემმა დუბლი მიითვალა, თუმცა ტრავმის გამო მალევე შეცვალეს.

წერტილი კი როდრიგომ დასვა - 4:0.

„რეალმა“ 61 ქულა მოაგროვა და უკვე 5 პუნქტით უსწრებს უშუალო მდევარ „ჟირონას.“

ესპანეთი. პრიმერა დივიზიონი. 24-ე ტური. 10 თებერვალი: რეალი - ჟირონა 4:0, ალავესი - ვილიარეალი 1:1, სოსიედადი - ოსასუნა 0:1

0.115323