ფეხბურთი

0:07 | 11.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლევერკუზენმა“ საჩემპიონო განაცხადი გააკეთა

გერმანული ბუნდესლიგის 21-ე ტურში სეზონის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მატჩი გაიმართა. ლევერკუზენის „ბაიერმა“ მიუნხენის „ბაიერნს“ უმასპინძლა და ფაქტობრივად „6-ქულიან თამაშში“ იოლად დაამარცხა - 3:0.

სტუმრებს არაფერი გამოსდიოდათ, მასპინძლების აღმაფრენა კი საკვირველი გახლდათ.

ანგარიში ხორვატმა იოსიპ სტანიშიჩმა გახსნა მე-18 წუთზე, რომელიც „ბაიერნის“ საკუთრებაა და „ლევერკუზენში“ იჯარის წესით თამაშობს. პირველი ნახევარი ასე დამთავრდა. შესვენების შემდეგ ჩაბი ალონსოს შეგირდებმა კიდევ ორჯერ გაიტანეს. ალეხანდრო გრიმალდომ და ჟერემი ფრიმპოგმა იყოჩაღეს.

ახლა „ბაიერს“ 55 ქულა მოუგროვდა და 5 პუნქტით გაუსწრო რეკორდმაისტერს.

გერმანია. ბუნდესლიგა. 21-ე ტური. 10 თებერვალი: აუგსბურგი - ლაიფციგი 2:2, გლადბახი - დარმშტადტი 0:0, აინტრახტი - ბოხუმი 1:1, უნიონ ბერლინი - ვოლფსბურგი 1:0, ვერდერი - ჰაიდენჰაიმი 1:2, ლევერკუზენი - ბაიერნი 3:0

0.134835