სხვა

19:46 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

მოფარიკავეთა მსოფლიო თასი არონ სილადიმ მოიგო

9-11 თებერვალს თბილისში მოფარიკავეთა მსოფლიო თასის გათამაშება იმართება. დღეს 10 თებერვალს ერთეულებში მედლების მფლობელები გამოვლინდნენ.

მსოფლიო თასს სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი უნგრელი არონ სილადი დაეუფლა, რომელმაც ფინალში ირანელი ალი პაკდმანი 15:7 დაამარცხა.

მანამდე, ნახევრფინალში ირანელმა ძალიან დაძაბულ ბრძოლაში ქართველთა ფავორიტ სანდრო ბაზაძეს 15:13 სძლია.

საბოლოოდ ბაზაძე იტალიელ ლუიჯი სამელესთან ერთად ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

კვირას გუნდური შეჯიბრი გაიმართება.

0.133313