პარასკევს ფრანგული ლიგა 1-ის 21-ე ტურში გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „მარსელს“ ეწვია და ფრედ - 1:1 ითამაშა.
31-ე წუთზე მსაჯმა მასპინძელთა უკანახაზელი სამუელ ჟიგო გააძევა. საქმე კი ასე იყო: ქართველი მეკარესთან პირისპირ რჩებოდა, მაგრამ მცველმა ის აკრძალული ხერხით შეაჩერა. მსაჯმა ჰაქიმ ბენ ელ-ჰაჯიმ ჟიგოს ჯერ ყვითელი ბარათი უჩვენა, თუმცა VAR-ზე გადამოწმების შემდეგ უკანასკნელი იმედის ჯარიმის გამო მოედნიდან დაითხოვა.
კაცნაკლულობის მიუხედავად მასპინძლებმა მაინც გახსნეს ანგარიში, 56-ე წუთზე თავი ფარის მუმბანიამ გამოიჩინა. „მეცი“ მდევრის როლში დიდ ხანს არ ყოფილა - 61-ე წუთზე მატიო უდოლმა გაათანაბრა.
გიორგის მეორე ტაიმშიც ჰქონდა კარგი მომენტი, მაგრამ მეკარე პაუ ლოპესს ვერ აჯობა. ჩვენებური 75-ე წუთზე შეცვალეს.
ახლა „მეცს“ 17 ქულა მოუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-16 ადგილზეა.