სხვა

12:17 | 10.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მოკრივეების წარმატება ბულგარეთში

ბულგარულ სტრანჯაში მიმდინარე 75-ე საერთაშორისო საკრივო ტურნირი ჯერ არ დასრულებულა, თუმცა საქართველოს ნაკრებისთის ის უკვე ისტორიული და სარეკორდოა - ნახევარფინალში ოთხი ქართველია და შესაბამისად ოთხი გარანტირებული მედალია, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.

თუ სახილ ალახვერდოვი ტურნირში პირდაპირ ნახევარფინალიდან ერთვება, ლაშა გურული, გიორგი ყუშიტაშვილი და ნიკოლოზ ბეგაძე ფინალის საგზურის მოპოვებას მესამე შეხვედრის მოგებით შეეცდებიან. დღევანდელი ბრძოლების განრიგი ასეთია:

I სესია (16:00 საათი)

B რინგი, მე-7 ბრძოლა

48 კგ წონითი კატეგორია

სახილ ალახვერდოვი (საქართველო) - ანვანზარ ხოძიევი (ყირგიზეთი)

II სესია

A რინგი, პირველი ბრძოლა

67 კგ წონითი კატეგორია

ლაშა გურული (საქართველო) - რაჯატ რაჯატი (ინდოეთი)

B რინგი, მე-6 ბრძოლა

92 კგ წონითი კატეგორია

გიორგი ყუშიტაშვილი (საქართველო) - ნავინ კუმარი (ინდოეთი)

B რინგი, მე-7 ბრძოლა

+92 კგ წონითი კატეგორია

ნიკოლოზ ბეგაძე (საქართველო) - ჯახონგირ ზოკიროვი (უზბეკეთი)

საქართველოს კრივის ეროვნული ფედერაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.12499