ფეხბურთი

22:48 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პიოლი „ნაპოლიში“?

„ნაპოლი“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე „მილანის“ მოქმედი დამრიგებლის სტეფანო პიოლის კანდიდატურით დაინტერესდა - წერს Calciomercato.

წყაროს ცნობით, კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი 58 წლის სპეციალისტს ყველაზე შესაფერის კანდიდატად მიიჩნევს. პიოლის კონტრაქტი „მილანთან“ მომავალი სეზონის ბოლომდეა ძალაში, თუმცა აღნიშნულია, რომ იტალიელს მხარეთა შეთანხმებით შეუძლია მოქმედი გუნდი ვადაზე ადრე დატოვოს.

პიოლი „მილანს“ 2019 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდი 2021/2022 წლების სეზონში იტალიის ჩემპიონი გახდა. შემდეგ კი, ჩემპიონთა ლიგის 2022/2023 წლების გათამაშებში ნახევარფინალს უწია.

„ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში მეშვიდე ადგილზეა. ვალტერ მაძარის შეგირდებმა 22 მატჩის შემდეგ 35 ქულა დააგროვეს და ლიდერ „ინტერს“ 22 ქულით ჩამორჩებიან. შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში ნეაპოლელებმა 33 წლის განმავლობაში პირველად მოიგეს სკუდეტო.

0.119641