ფეხბურთი

22:10 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

კლოპი ლურჯ ბარათზე: „არ გამოიყურება მომხიბლავად, მაგრამ...“

„ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ფეხბურთში ლურჯი ბარათის შესაძლო გამოჩენასთან დაკავშირებით საკუთარ დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

„შევეცდები გავამარტივო ყველაფერი. ვფიქრობ, თამაში მაქსიმალურად მარტივი უნდა შევინარჩუნოთ მსაჯებისთვის. ეს რთული სამუშაოა, ძალიან რთული, კარგად გვესმის.

ამ დროისთვის, ლურჯი ბარათების იდეა არ გამოიყურება მომხიბლავად, მაგრამ არ მახსოვს არც ერთი მსგავსი ღირებული წინადადება ბოლო წლებში. 56 წლის ვარ, მაგრამ კარგი შეთავაზებები არასდროს ყოფილა“, - ციტირებს ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო კლოპის სიტყვებს ტვიტერზე.

ცოტა ხნის წინათ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში შესაძლოა დაწესდეს ახალი ტიპის სადისციპლინო სასჯელი ლურჯი ბარათის სახით. ამ ბარათს უჩვენებენ მოთამაშეებს წესის განზრახ დარღვევისთვის ან მატჩის ოფიციალურ პირთან უთანხმოების გამოვლენისთვის. ამისდაკვალად მოთამაშე მოედანს 10 წუთით დატოვებს.

0.112822