მადრიდის „რეალის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი გამოეხმაურა სიახლეს იმის შესახებ, რომ ფეხბურთში ლურჯი ბარათი დამკვიდრდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ფეხბურთელს მოედნიდან 10 წუთით გააძევებენ, თუ ის შეგნებულად იუხეშებს ან არ დაეთანხმება მატჩის ოფიციალურ პირს.
„ლურჯი ბარათი? ჩემი აზრით, პირიქით, უნდა გავამარტივოთ წესები, რომლებიც ყოველწლიურად რთულდება. არ ვიცი, ართულებს თუ არა ბარათი მსაჯის საქმეს“, - ციტირებს ანჩელოტის სიტყვებს Madrid Universal.