ფეხბურთი

19:18 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ლოპეტეგი „მილანის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია

დიდია ალბათობა იმისა, რომ იტალიური „მილანის“ მთავარი მწვრთნელი ესპანური „სევილიასა“ და ინგლისური „ვულვერჰემპტონის“ ყოფილი დამრიგებელი ხულენ ლოპეტეგი გახდეს.

Relevo-ს ცნობით, „როსონერის“ დირექტორთა საბჭოში ესპანელის კანდიდატურა პრიორიტეტულია, რადგან მათ მოსწონთ მისი მეთოდები, სიახლეები და ახალგაზრდებისა და წარმატებული პროექტების განვითარების უნარები.

ლოპეტეგი 2023 წლის აგვისტოდან უმუშევარია. მას „ვულვერჰემპტონის“ ხელმძღვანელობასთან უთანხმოება მოუვიდა. მანამდე ის მადრიდის „რეალში“, „რაიო ვალეკანოში“, ესპანეთის ნაკრებსა და „პორტუში“ მუშაობდა. 2019/2020 წლების სეზონში ლოპეტეგიმ „სევილიასთან“ ერთად ევროპის ლიგა მოიგო.

„მილანს“ სერია A-ს 23 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა.

0.151321