ინგლისის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა უპასუხა კითხვებს მის მომავალთან დაკავშირებით. გავრცელდა ხმები, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ეროვნული გუნდის მწვრთნელის პოსტს დატოვებს.
„Ჩემი მომავალი? ამაზე გადაწყვეტილებას ევრო 2024-ის დამთავრებამდე ვერ მივიღებ. ახლა ერთადერთი ამოცანა ინგლისისთვის ტურნირის მოგებაა. ჩემი აზრით, ვიცი, რისი მიღწევაც შეგვიძლია ზაფხულში, ვიცი, როგორი იქნება ჩემი წარმატების კრიტერიუმი. ამის შემდეგ სხვა არაფერზე ვფიქრობ“, - ციტირებს საუთგეიტის სიტყვებს Sky Sports.
ინგლისის ნაკრების მეტოქეები ევრო 2024-ის ჯგუფურ ეტაპზე სლოვენიის, დანიისა და სერბეთის ნაკრებები იქნებიან.
საუთგეიტი ამ თანამდებობას 2016 წლის სექტემბრიდან იკავებს.