სხვა

14:20 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პარიზი-2024-ის მედლები ეიფელის კოშკის ნაწილისგან დამზადდება

პარიზის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედალოსნები ეიფელის კოშკის ნაწილს მიიღებენ. პარიზი-2024-ის ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, 5084 მედალი ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს გარდა, დამზადებული იქნება ეიფელის კოშკის ლითონის ნაჭრისგან.

ყველა მედალს რკინის ექვსკუთხა ფორმის გული ექნება, რომელიც თავის მხრივ სწორედ ეიფელის კოშკიდან აღებული ლითონისგან დამზადდება. აღსანიშნავია, რომ მედლისთვის დასამზადებელი ლითონის ნაჭრები ეიფელის მომსახურე კომპანიის საწყობიდან აიღეს.

„პარიზის ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების მედალოსნებისთვის გვინდოდა შეგვეთავაზებინა ეიფელის კოშკის ნაწილი. ეს არის ძვირფასი ლითონების - ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს შერწყმა ქვეყნის ყველაზე ძვირფას ლითონთან, საგანძურთან - ეიფელის კოშკთან," - განაცხადა საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა ტონი ესტანგე.

მედლების დიზაინი შეიმუშავა ერთ-ერთმა უძველესმა ფრანგულმა საიუველირო კომპანია Chaumet-მა, მედლებს კი დაამზადებს ეროვნული ზარაფხანა.

აღსანიშნავია, რომ მედლის ერთ მხარეს, სადაც გამარჯვების ქალღმერთი ნიკეა გამოსახული, პარიზი-2024-ის საორგანიზაციო კომიტეტმა შეძლო და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი დაითანხმა, რომ მასზე ასევე ამოტვიფრული ყოფილიყო ეიფელის კოშკი.

ოლიმპიური მედალი დაახლოებით ნახევარ კილოგრამს იწონის.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.115604