12:39 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

სილვინიო: „საქართველო განვითარებადი ნაკრებია“

ალბანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სილვინიომ, პარიზში გამართული ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ განაცხადა, რომ პირველი ჯგუფი საკმაოდ რთული, მაგრამ ლამაზია.

შეგახსენებთ, რომ B ლიგის პირველ ჯგუფში ალბანელების მეტოქეები საქართველოს, უკრაინისა და ჩეხეთის ეროვნული გუნდები არიან.

„რთული ჯგუფია. ცოტა ხნის წინათ ჩეხეთის წინააღმდეგ ვითამაშეთ, ძლიერი გუნდია. საქართველოც განვითარებადი ნაკრები გახლავთ. უკრაინა ფიზიკურადაა ძალიან ძლიერი. რთული, მაგრამ ლამაზი, დაბალანსებული ჯგუფია.

ტურნირი სამი თვე გრძელდება და უნდა ვიბრძოლოთ. ეს არის კიდევ ერთი მომენტი ჩვენს ცხოვრებაში დიდი ძალისხმევისთვის. მჯერა, რომ ჩვენ იმავე დონეზე ვართ, როგორც ყველა ჩვენი მეტოქე“, - ციტირებს სილვინიოს სიტყვებს ალბანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური.

0.10924