ფეხბურთი

11:50 | 9.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

ივან ჰაშეკი: „ამოცანა ნათელია, A ლიგაში უნდა ავინაცვლოთ“

ჩეხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნრელმა, ივან ჰაშეკმა, რომელიც ამ თანამდებობაზე წლეულს 4 იანვარს დაინიშნა, პარიზში გამართული ერთა ლიგის 2024/25 წლების სეზონის წილისყრის შემდეგ განაცხადა, რომ ყველა მატჩში დიდი ბრძოლა მოუწევთ.

„არ მინდა გათვლები გავაკეთო. ჩვენი ამოცანა ნათელია - A ლიგაში უნდა ავინაცვლოთ. ჯგუფი დაბალანსებულია, ამიტომ არ აქვს მნიშვნელობა ვინ, როდის ითამაშებს და ვისთან. ეს იქნება ბრძოლა ყველა მატჩში", - ციტირებს ჰაშეკის სიტყვებს ჩეხეთის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებ-გვერდი.

შეგახსენებთ, რომ B ლიგის პირველ ჯგუფში ჩეხების მეტოქეები საქართველოს, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნული გუნდები არიან.

საქართველოს ნაკრებს ჩეხეთთან არასოდეს უთამაშია.

0.121781