დღეს, 8 თებერვალს, პარიზში ერთა ლიგის 2024/25 წლების გათამაშების წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები B ლიგის 1 ჯგუფში მოხვდა ჩეხეთის, უკრაინისა და ალბანეთის ეროვნულ გუნდებთან ერთად.
ტურნირი 2024 წლის სექტემბერ-ნოემბერში გაიმართება. ფლეი-ოფები კი 2025 წლის მარტში. ამჯერად ერთა ლიგის ოთხი საუკეთესო გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 4 საგზურს მოიპოვებს, რაც სიახლეა.
მანამდე კი საქართველოს ნაკრებს ერთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფლეი-ოფი აქვს სათამაშო. წლეულს 21 მარტს ქართველები ნახევარფინალში თბილისში ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდებიან, თუ მოიგეს, ფინალში (ასევე თბილისში) 26 მარტს საბერძნეთ-ყაზახეთს შორის გამარჯვეულს შეხვდებიან და წარმატების შემთხვევაში ევრო 2024-ის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებენ.