15:38 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპულის“ მცველი ალექსანდერ-არნოლდი: „ჩემი მიზანი წლეულს ოთხივე თასის მოგებაა“

„ლივერპულის“ მარჯვენა მცველმა ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა თქვა, რომ მერსისაიდელები ამ სეზონში ყველა შესაძლო თასის მოგებას გეგმავენ.

„ახლა ყველა თამაში ფინალს ჰგავს. ჩვენ ყველა მატჩის მოგება გვჭირდება. ფრეც კი დამარცხებას ჰგავს, კონტექსტის მიუხედავად. მაგრამ ყველაფერი სტაბილურობაზეა დამოკიდებული. ამიერიდან სეზონის ბოლომდე მთლიანად ორიენტირებული ვიქნები ყველა შესაძლო თასის მოგებაზე. ჩემი მიზანი ოთხივე ტიტულის მოგებაა (პრემიერლიგა, ევროპა ლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი).

მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ შეჯიბრში“, - განუცხადა ალექსანდრ-არნოლდმა CNN Sports-ს.

პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 23 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილს 51 ქულით „ლივერპული“ ლიდერობს.

0.112756