ფეხბურთი

12:52 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

პსჟ-ის მწვრთნელმა ენრიკემ ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ მბაპეს ტრავმაზე ისაუბრა

პსჟ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ თავისი გუნდის ფორვარდის კილიან მბაპეს ტრავმის ხასიათზე ისაუბრა, რომელიც მან საფრანგეთის თასის მერვედფინალში „ბრესტთან“ მატჩში (3:1) მიიღო. ფრანგმა ტერფი დაიზიანა, თუმცა თამაში საფინალო სასტვენამდე შეძლო.

„რაც შეეხება კილიანის ტრავმას, გარკვეული პროგნოზის გაკეთება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც მას გამოკვლევა ჩაუტარდება. ერთი რამ ცხადია - ტერფში ძლიერი დარტყმა მიიღო. თუმცა, თუ კილიანი დარჩა მოედანზე და შეძლო მატჩის გაგრძელება, მაშინ ყველაფერი არც ისე ცუდად არის“, - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს Le Parisien.

მიმდინარე სეზონში მბაპემ პსჟ-ის შემადგენლობაში 29 მატჩი ჩაატარა ყველა ტურნირზე, რომელშიც 30 ბურთი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა შეასრულა.. ფეხბურთელის კონტრაქტი ფრანგულ კლუბთან წლეულს ივნისის ბოლომდეა ძალაში.

14 თებერვალს პსჟ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედფინალურ მატჩში „რეალ სოსიედადს“ უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 13
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
120 x 600
0.121869