ფეხბურთი

0:21 | 8.02.2024 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა რუმინეთი მეორე მატჩშიც დაამარცხა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა რუმინეთთან მეორე ამხანაგური შეხვედრა გამართა. პირველი მატჩის მსგავსად, მეორე თამაშიც ჩვენი გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 4:2.

შეხვედრაში ანგარიში სტუმრებმა, იშტვან ჰოდნოდის გოლით გახნეს, რასაც მასპინძლებმა გიორგი ჩიმაკაძის, ჯანიკო გიორგაიას და გიორგი ღავთაძის გოლებით უპასუხეს. რუმინეთის ნაკრებმა, მეორე ტაიმის დასაწყისში, მატეი ბოშნიაგას გოლით შეამცირა სხვაობა, საბოლოო ანგარიში კი, ირაკლი თოდუამ დააფიქსირა.

რუმინეთთან ამხანაგური მატჩები საქართველოს ფუტსალის ნაკრებისთვის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მზადების ნაწილი იყო. საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში ჩვენი გუნდის მეტოქეთა ვინაობა 30 მაისს გახდება ცნობილი, მატჩები კი მიმდინარე წლის დეკემბრიდან ჩატარდება.

0.117205